სამოდელო
გაკვეთილის გეგმა
თემა
|
Healthy
habits.
|
||||||
საგანი/საგნები
|
ინგლისური-ბუნება
|
||||||
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
თეონა ზუხბაია (62006012291)
|
||||||
გაკვეთილის ჩატარების თარიღი
|
20/05/2019 წელი
|
||||||
გაკვეთილის ტიპი
|
ინტეგრირებული
|
||||||
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
||||||
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი,კლასი VI
|
||||||
მოსწავლეთა რაოდენობა
|
4 მოსწავლე. კლასში არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე
|
||||||
აქტუალობა
|
თანამედროვე მოთხოვნები
ზოგადი განათლების მიმართ მასწავლებლებს უფრო შორს მიმავალ მიზნებს უსახავს და უბიძგებს
მათ ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის
მეორესთან დაკავშირება, ერთი სასწავლო საგნისა-მეორესთან. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა
და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, ანუ „ტრანსფერს“.
|
||||||
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლეებმა განასხვაონ ცხოველები კვებისნირის მიხედვით და იმსჯელონ ადამიანის
კვების თავისებურებებზე. გაიმდიდრონლექსიკა. გაეცნონ თვლად და უთვლად არსებით სახელებს.
მიიღონ მონაწილეობა მარტივ ინტერაქციაში.
|
||||||
მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ
v დაასახელონ ცხოველები კვებისნირის მიხედვით
v ლექსიკური მარაგის გამდიდრებას
v თვლადი და უთვლადი არსებითი სახელების გარჩევას.
v მცირე ზომის ვიდეო მასალის მოსმენა/ყურება და გაგებას.
v მცირე ზომის ტექსტის წაკითხვა-გააზრებას
v მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღებას, ნაცნობი
თემატიკის გარშემო.
|
||||||
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან /სტანდარტთან შესაბამისობა
|
ბუნ.VI.1.მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი
ბუნებრივიგარემოს მაგალითზე განსაზღვროს მარტივი კვებითი კავშირები.
·
განასხვავებს ცხოველებს კვებისნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი,
ხორცისმჭამელი,ნაირმჭამელი). მსჯელობს ადამიანის კვების თავისებურებებზე.
უცხ.დაწყ.(II).1.
მოსწავლემუნდაშეძლოსსტანდარტითგანსაზღვრული
სხვადასხვატიპისტექსტისმოსმენა/ყურებადაგაგება.
·
ამოიცნობსკონკრეტულდეტალებს.
უცხ.დაწყ.(II).2. მოსწავლემუნდაშეძლოსმარტივინტერაქციაში
მონაწილეობა,
რამდენიმეწინადადებისაგანშემდგარიმონოლოგის
წარმოთქმა.
·
სვამს/პასუხობსკითხვებსმისთვის ნაცნობი
თემის გარშემო;
·
მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში (მაგ., ტელეფონით შეხვედრის დანიშვნა; კაფეში;
მოწმეების გამოკითხვა და სხვა).
უცხ.დაწყ.(II).4. მოსწავლემუნდაშეძლოსზეპირიმეტყველების
ამოცანებისშესაბამისისტრატეგიებისგამოყენება.
·
ცდილობსუცნობისიტყვების,
გამოთქმების, წინადადებების
მნიშვნელობის დამოუკიდებლად ამოცნობას
ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაციადასხვა);
უცხ.დაწყ.(II).6.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული
ტექსტების წაკითხვა და გაგება.
·
საკითხავი ამოცანების შესაბამისად ტექსტში
პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
|
||||||
მოსწავლეთა
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები ფლობენ სათანადო ლექსიკურ და გრამატიკულ
მასალას (იციან საკვების ინგლისური შესატყვისები (ბოსტნეული; ხილი; რძის
პროდუქტები).ასევე იციან მოდალური ზმნისmust
და mustn’t-ის გამოყენება.
|
||||||
მეთოდები
|
კითხვა-პასუხი.
წიგნზე მუშაობა. პოსტერზე მუშაობა. ქვიზი, ვიდეო მეთოდი.
|
||||||
რესურსი
|
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული,კალამი, ფანქარი, დაფა, ცარცი, ფლეშქარდები, აუდიო მასალა,
კომპიუტერი, პროექტორი.
|
||||||
გაკვეთილის ფაზა
|
აქტივობა
|
დრო
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
||||
გამოწვევის
ფაზა
ქვე მიზანი:
დადებითი განწყობის შექმნა და წინარე ცოდნის გააქტიურება
|
აქტივობა 1.საორგანიზაციო საკთხები,
მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა
(იხ.დანართიN1)
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას,
გააცნობს მათ გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების რუბრიკას.
აქტივობა 2.ვიდეორგოლის ჩვენება და ასოციაციური
რუკის შედგენა.
აქტივობის აღწერა: ვიდეო ჩვენების შემდეგ, მასწავლებელი
დაფაზე წერს სიტყვას-ცხოველი (animals) და
სთხოვს მოსწავლეებს ჩამოთვალონ და დააჯგუფუნ ცხოველები კვების ნირის
მიხედვით.მასწავლებელი მიღებულ პასუხებს წერს დაფაზე.
|
2 წთ.
8წთ.
|
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
||||
სიღრმისეული წვდომის ფაზა
ქვემიზანი:
წინარე ცოდნაზე ახალი ცოდნის დაშენება. ინტერაქციაში მონაწილეობა.
|
აქტივობა N3. კითხვა-პასუხი
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს და
მოსწავლეები პასუხობენ.
1. What do
people eat?
2. Are there
people who do not eat meat?
3. What are they called?
4. What do they eat?
აქტივობა 4.პოსტერზე მუშაობა
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აჩვენებს
მოსწავლეებს პოსტერს. სთხოვს დაასახელონ პოსტერზე მოცემული პროდუქტი და უპასუხონ
კითხვებს.
1.What do
you see in the fridge?
2.Which food in this
picture do you like?
3. Is there any food in
the picture that you don’t like?
4. Which food is made of
milk?
5. What types of fruit
are there in the fridge?
6. Which vegetables are
there in the fridge?
7. Which drinks are there
in the fridge?
8. Which food can you put
in a sandwich?
9. Why are some words in
blue and some words in green?
აქტივობა N5 თვლადი და უთვლადი არსებითი სახელების
გაცნობა.
აქტივობის აღწერა:
ნაბიჯი 1.მასწავლებელი მინი ლექციის სახით აწვდის
ინფორაციას თვლად და უთვლად არსებით სახელებზე.
ნაბიჯი 2. მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლეშქარდებს
და მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ თითოეული არსებითი სახელი თვლადია თუ უთვლადი.
აქტივობა 6. ტექსტისჩუმი კითხვა და
გააზრება.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი სთხოვს
მოსწავლეებს ჩუმად წაიკითხონ ტექსტი, წყვილებშიიმსჯელონდა დაასახელონ ტექსტიდან
ორი ჯანსაღი და ერთი არაჯანსაღი ცხოვრების წესი.
აქტივობა N7. სავარჯიშო
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ სურათს,
წაიკითხონ და აღნიშნონ „ჯანსაღი“ წინადადებები.
|
2
წთ.
5 წთ
4წთ.
5წთ.
4 წთ.
|
მთელი კლასი
მთელი კლასი
მთელი კლასი
წყვილებში
საერთო საკლასო
|
||||
რეფლექსიისადაშეჯამებისფაზა
ქვე მიზანი:
შეძენილი ცოდნის დაკავშირება
რეალურ ცხოვრებასთან
|
აქტივობა N8 როლური თამაში -სიტუაცია კაფეში
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
სთხოვს ერთერთ მოსწავლეს შეასრულოს მიმტანის როლი, დანარჩენი მოსწავლეები კი
იქნებიან სტუმრები. მიმტანი წარუდგენს
მათ მენიუს,ხოლოსტუმრები უკვეთავენ
სასურველ საკვებს და სასმელს.
აქტივობაN9. ქვიზი
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ინდივიდუალურად აკეთებენ ქვიზს
კომპიუტერში. მასწავლებელი აძლევს უკუკავშირს.
|
6 თწ.
5 წთ
|
ჯგუფური
ინდივიდუალური
|
||||
შეფასება
|
მასწავლებელი აკვირდება
მოსწავლეებს დინამიკაში, უწევს დიფერენცირებულ
ან ინდივიდუალურ დახმარებას საჭიროებისამებრ.
შეფასება-განმავითარებელი, განმსაზღვრელი, თვითშეფასება.
მასწავლებელი ურიგებს
მოსწავლეებს თვითშეფასების კითხვარს და სთხოვს შეავსონ(დანართი
N2). მათთან ერთად მასწავლებელიც ავსებს მასწავლებლის თვითშეფასების
რუბრიკას (იხ.დანართი N3)
|
2 წთ
|
მთელი კლასი
|
||||
საშინაო დავალება
|
აქტივობა N10
მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეებს დავალების ინსტრუქციას(Workbook, pp. 108 and 109, Task C,
D, E, F, H)
|
2 წთ.
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
10-9
|
8-7
|
6-5
|
4-1
|
|
1.იყენებს გაკვეთილზე
ნასწავლ ლექსიკას.
|
აქტიურად იყენებს გაკვეთილზე
ნასწავლ ლექსიკას.
|
ნაკლებად იყენებს გაკვეთილზე ნასწავლლექსიკას.
|
იშვიათად და შეცდომით
იყენებს გაკვეთილზე ნასწავლ ლექსიკას.
|
უჭირს გაკვეთილზე ნასწავლი
ლექსიკის გამოყენება.
|
2.პასუხობს გაკვეთილის
თემის გარშემო დასმულ შეკითხვებს.
|
სრულყოფილად პასუხობს
გაკვეთილის თემის გარშემო დასმულ ყველა შეკითხვას.
|
მოკლედ პასუხობს
გაკვეთილის თემის გარშემო დასმულ შეკითხვებს. |
მოკლედ პასუხობს გაკვეთილის
თემის გარშემო დასმულ შეკითხვებს.
უშვებს გრამატიკულ
და ლექსიკურ შეცდომებს.
|
უჭირს პასუხის გაცემა
გაკვეთილის თემისგარშემო .
|
3.მონაწილეობს როლურ
თამაშში
|
მონაწილეობს როლურ
თამაშში. იყენებს შესაბამის სიტყვებს/ ფრაზებს. იცავს შესაბამის ინტონაციას.
|
მონაწილეობს როლურ
თამაშში. იყენებს შესაბამის სიტყვებს/ ფრაზებს. უჭირს შესაბამისი ინტონაციის დაცვა.
|
მონაწილეობს როლურ
თამაშში. უჭირს შესაბამისი სიტყვების/ ფრაზების
გამოყენება. ვერ იცავს შესაბამის ინტონაციას.
|
მონაწილეობს როლურ
თამაშში. ვერ იყენებს შესაბამის სიტყვებს/ ფრაზებს. ვერ იცავს შესაბამის ინტონაციას.
|
დანართი
N2
სახელი/გვარი------------------------------------------------------
მოსწავლისთვითშეფასებისსქემა
აქტივობის სახე
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
|
1
|
ვმონაწილეობდი კითხვებზე პასუხის გაცემაში.
|
|||
2
|
შევძელი ტექსტის კითხვა და გაგება.
|
|||
3
|
აქტიურად ვმონაწილეობდი სავარჯიშოების შესრულებაში.
|
|||
4
|
მივიღემონაწილეობაროლურთამაშში.
|
|||
5
|
შევძელი ვიდეორგოლისმოსმენა და გაგება.
|
|||
6
|
ვასრულებდი მასწავლებლის მითითებებს. ვიცავდი ქცევის წესებს.
|
დანართი N3
მასწავლებლის თვითშეფასების
რუბრიკა
N
|
კრიტერიუმები / ქულები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
1
|
გაკვეთილის დაწყებამ გამოიწვია მოსწავლეთა
დაინტერესება
|
|||
2
|
გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით
მისმენდნენ
|
|||
3
|
მოსწავლეებისათვის ნათელი და გასაგები იყო ჩემი
მიცემული ინსტრუქციები
|
|||
4
|
საკმარისი მასალა მქონდა ტექსტის სრულად
დასამუშავებლად
|
|||
5
|
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის
მსვლელობისას
|
|||
6
|
სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები
საგაკვეთილო პროცესისასთვის დადასახულიმიზნისმიღწევისათვის
|
|||
7
|
ვაძლევდი მოსწავლეებს დროს კითხვებზე პასუხის
მოსაფიქრებლად
|
|||
8
|
შევძელი მოსწავლეების აქტიურად ჩართვა
საგაკვეთილო პროცესში
|
|||
9
|
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად შევძელი
დასახული მიზნების მიღწევა
|
No comments:
Post a Comment